“მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ გუგუტიანთკარში რუსმა ოკუპანტებმა …” – დავით ქაცარავა

სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
როგორც რამდენიმე წუთის წინ ჩემს პირდაპირ ჩართვაში შეგატყობინეთ, მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ გუგუტიანთკარში რუსმა ოკუპანტებმა გააგრძელეს სოფლის მცოცავი ოკუპაცია.
ჩვენ უკვე ვიმყოფებით სოფლის მისადგომებთან, კერძოდ კი მერეთის პოლიციის შენობასთან.
პოლიცია აღარ გვიშვებს გუგუტიანთკარის მიმართულებით.
ეს 99% დადასტურებაა იმისა, რომ ეს ინფორმაცია უტყუარია.
ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით მოგაწოდოთ დაზუსტებული ინფორმაცია.
მთავრობის წევრებო!
იმედი მაქვს, ვიხილავთ თქვენს გუგუტიანთკარში შემავალ მანქანებს!
გუგუტიანთკარელებო!
პოლიცია არ გვიშვებს თქვენს გვერდით დასადგომად!