“მოგიწოდებთ, რომ ზიარების მერე ყველა გადაიყვანოთ სავალდებულო კარანტინში!” – ანიტა რაჭველიშვილი მთავრობას მიმართავს

მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში პოსტ აქვენებს. მან საქართველოს მთავრობას მოუწოდა მრევლის ყველა წევრი ზიარების შემდეგ იძულებით კარანტინში გადაიყვანონ.
” ძალიან გთხოვთ ცოტა მეტ სიფრთხილეს მოუხმოთ და თუ ზიარებაზე აპირებთ წასვლას გთხოვთ თქვენი ჭირჭლით წადით და თუ მართლაც ყველას ნაპირალი კოვზით ეზიარებით,ზიარების შემდგომ ყველა კარანტინში წადით პირდაპირ რომ ჩინეთი და იტალია საქართველოში არ განმეორდეს!
საქართველოს მთავრობა მოგიწოდებთ რომ ზიარების მერე გადაიყვანოთ ყველა სავალდებულო კარანტინში!
შეგახსენებთ რომ 627 ადამიანი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში იტალიაში(ჯამში 4000 ზე მეტი ადამიანი) და ეს ყველაფერი იმიტომ რომ არ დაიცვეს რეგულაციები და სახელმჭიფოს თუ ექიმების რჩევები ჰიგიენასა და კარანტინზე!
ცოტა ადეკვატურობა არ გვაწყენდა პანიკის გარეშე! ” – წერს ანიტა რაჭველიშვილი.