“მოვიგებთ, ნუ გეშინიათო, – გამხნევება სცადა, მაგრამ ალეწილ სახეზე ეწერა ყველაფერი” – ბიძინა ივანიშვილი

ნაციონალური მოძრაობის წევრი ნუგზარ წიკლაური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
გუშინ ბახტაძემ, – ცუდადაა საქმე, ცალკე ვერ მოვიგებთო და ცრემლმა იწვიმა საქოცეთში, ატყდა კვნესა და თავშიცემა ძალუმი…
დღეს გამოიყვანეს მამამზე აფერისტი: – კი, კი, ალბათ უკოალიციოდაც მოვიგებთ, ნუ გეშინიათო, – გამხნევება სცადა, მაგრამ ალეწილ სახეზე ეწერა ყველაფერი.
მტრისას, ესენი რომ დღეში არიან… კუთხეში მიმწყვდეული ვირთხის ბედს ინატრებენ სულ მალე. 😩
სულ მალე!!!