“მოიხარა ცოცხალი მამაჩემი და მკვდარი მამაჩემის საფლავს წმენდა… შემეშინდა… ორი მამაჩემი არსებობს” – გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, ის საზოგადოებას მისი უცნაური სიზმრის შესახებ უყვება:
” წუხელ მესიზმრა მამაჩემი. მითხრა წავიდეთ, სასაფლაო გავწმინდოთო. წავედით. მე ურიკაზე ვიჯექი და მიმაგორებდა. გვედო ტომსიკები ბალახისთვის და ნამგალი. მივიდეთ მამაჩემის სასაფლაოზე და კუთხეებს ვწმენდით სარეველებისგან. მოიხარა ცოცხალი მამაჩემი და მკვდარი მამაჩემის საფლავს წმენდა. და არც მას უკვირდა. და არც მე. ფეხბურთზე ვლაპარაკობდით. მეუბნებოდა, პელეს გარინჩა ჯობსო.
იქ – არა, მაგრამ როცა გამეღვიძა, მაშინ შემეშინდა. ცოტა ხანი ვიფიქრე და მივხვდი, რომ ეს ისედაც ასეა. ისედაც ორი მამაჩემი არსებობს. ერთი იქ, კვირიკეთის სასაფლაოზე და მეორე აქ, ჩემ გვერდით. მივხვდი და შიშიც გაქრა.” – წერს გიორგი კეკელიძე.