“მოკლეს ილია,ხოლო ყველაზე დიდ აღმშენებელს გასასამართლებლად დასდევენ … უკეთურთა და უმადურთა ქვე-ყანა!” – დომენიკ მანგო

სამოქალაქო აქტივისტი დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ქვეყანაში სადაც მოკლეს ილია, მოკლეს ზვიადი, ხოლო ისტორიაში ყველაზე დიდ აღმშენებელს გასასამართლებლად დასდევენ – ძალიან რთულია გული შემოიბრუნო და რამე სასიკეთო გააკეთო ამავე ქვეყნისთვის. თუ წინასწარ იცი, რომ შენი განაჩენი დევნა და სიკვდილია, ყველა სიკეთეს ოხრად გიქცევენ, როგორღა უნდა გაბედო და ამ ხალხს გაუკეთო სიკეთე? ხო და რასაც იმსახურებს ეს სიძულვილითა და ღვარძლით აღვსილი ბრბო, ზუსტად ისეა და იქნება მანამ, სანამ საკუთარი თავის გმობას არ დაიწყებს. ქვე-ყანაა საქართველო – სეთურის ქვე-ყანა, უკეთურთა და უმადურთა ქვე-ყანა!