“მომივიდა შემოთავაზება, რომ გადამიხდიდა 30,000$ თუ ერთ-ერთ პოლიტიკურ პარტიას გავაჟღერებდი ხშირად ჩემს ლაივებში” – დომენიკ მანგო

სამოქალაქო აქტივისტი დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
მეგობრებო, ეს პოსტი არ არის ხუმრობა და გთხოვთ კარგად გააზრებულად უპასუხოთ კითხვას: გუშინ შუაღამისას ერთერთი ძალიან პოპულარული ინფლუენსერისგან მომივიდა შემოთავაზება, რომ გადამიხდიდა 30,000$ თუ ერთერთ პოლიტიკურ პარტიას (არ ვიცი რომელს) გავაჟღერებდი ხშირად ჩემს ლაივებში. თავიდან უარი გამოვუცხადე, მაგრამ შემდეგ როდესაც გავაანალიზე, მივხვდი, რომ თუ თქვენგან მივიღებ ამ შეთანხმებაზე თანხმობას, ამ თანხას მოვახმარდით პროექტების განხორციელებას.
მე თქვენ აუცილებლად უნდა გკითხოთ:
დავთანხმდე შემოთავაზებას?