“მონაზვნის კაბით, თავსაბურავით და გალობ-გალობით მივუყვები გზას ჩემი პორშეთი” – მარიამ კუკუნაშვილმა დაჯარიმებისგან თავის ასარიდებელ მეთოდს მიაგნო

სუროგაციის ცენტრის “new life-ის” დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ დაჯარიმებისგან თავის დასაცავად ქალაქში მონაზვნის კაბით მოძრაობს.
“მონაზვნის კაბით, თავსაბურავით და გალობ-გალობით მივუყვები გზას ჩემი პორშეთი..ბოდიშით, პრადოს ჯიპი არ მყავს, მიშას არ უჩუქებია
ეხლა ამ დაუმორჩილებლობაზე გამახსენდა და ცოტას გაგამხიარულებთ: რამოდენიმე წლის წინ მარჯანიშვილზე სადღაც არასწორ ადგილას შევუხვიე და გამომეკიდა პატრული. მეტად მხიარულ ხასიათზე ვიყავი და გავიქეცი შევტეხე, შემოვტეხე კვალი ავრიე და მივედი დოლიძის ქუჩაზე სახლში. ამასობაში ის ერთი პატრულის მანქანა 10 მანქანად იქცა, მაგრამ ისე ავორთქლდი თითქოს მიწამ ჩამყლაპა. გავიხედე ცოტახანში და მთელი ეზო სავსეა პატრულის მანქანებით. შუადღის 2 საათია, გავიხადე რაც მეცვა ყველაფერი, მოკლე, სექსუალური ატლასის ღამის პერანგი გადავიცვი, თმა ცოტა ავიჩეჩე და ვინაიდან რუპორში მეძახდნენ გამოვიდეს ამ მანქანის პატრონიო გავედი. ვეუბნები ხალხო, რა მარჯანიშვილი, რის მარჯანიშვილი, მ ე ძ ი ნ ა! კი ლაპარაკობენ მაგრამ თან თვალი სულ პენუარისკენ გაურბით. ამასობაში მოვიდა ჩემი ქმარი და ხედავს ეზოში დღისით მზისით, მე ღამის პერანგში ,, შემოსილი,, გარშემორტყმული ვარ 30 პატრულის მამაკაცით…. არ დამაჯარიმეს, ვერ დამაჯარიმეს, პენუარმა გასჭრა, ჩემი ქმარიც ცოტა არ იყოს და შეეცოდათ..ხოდა რავიცი აბა, იქნებ ამ მონაზვნის კაბამაც გაჭრას
#სამოქალაქოდაუმორჩილებლობა” – წერს მარიამ კუკუნაშვილი.