“მოსაშარდად შევედი მერიოტის სუფთა ტუალეტში. დავდექი ჩვეულ პოზაში და დავფიქრდი… ამერიკელიც ზუსტად ჩემნაირად ფსამს, მაგრამ მას საკუთარი პოლიცია დამიზნებით არ ესვრის თვალში” – გიგა მაქარაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
მოსაშარდად შევედი მერიოტის სუფთა ტუალეტში. მივიკეტე კოხტა კარი, დავდექი ჩვეულ პოზაში და დავფიქრდი…
ამერიკელიც ზუსტად ჩემნაირად ფსამს.
ზუსტად იგივენაირი წირპლები აქვს ახლადგაღვიძებულს.
ახლადთვალებდაჭყეტილი ამერიკელიც ტელეფონს იღებს ხელში და ჯერ საათს ამოწმებს, შემდეგ სოციალურ ქსელში იჭყიტება.
ზუსტად ჩვენსავით საპირფარეშოში შედის ამერიკელიც და იქ იწყებს გამოფხიზლებას.
ზუსტად ჩვენსავით გონია ამერიკელსაც, რომ მთელ ძროხას შეჭამს საუზმედ და ზუსტად ჩვენსავით მხოლოდ ყავას სვამს.
ჩვენსავით ემზადება ამერიკელიც სამსახურში წასასვლელად და ჩვენსავითვე ეძებს მეორე ცალ ნასკს.
ზუსტად ჩვენსავით მგზავრობს დაახლოებით იგივე კომფორტის საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
ზუსტად ჩვენსავით მირეული აქვს სამუშაო მაგიდა საშუალო ამერიკელს.
ჩვენსავით გადის ამერიკელიც მოსაწევად და ისიც ჩვენსავით დილიდან იწყებს ფიქრს რა ჭამოს შესენებაზე.
მუშაობის ბოლო საათი ამერიკელისთვისაც იგივენაირად იწელება, როგორც ჩვენთვის.
სახლისკენ მიმავალი ამერიკელიც ჩვენსავით გრძნობს მთელი წლის დაღლას კისერზე და ჩვენსავით ეფიქრება ნანატრ შვებულებაზე.
ზუსტად ჩვენსავით არეული ხვდება ამერიკელს სახლი და ისიც ხვალისთვის გადადებს გენერალურ დალაგებას.
ჩვენსავით ტელევიზორთან ეძინება ამერიკელსაც და ისიც გამთენიისას გადადის ლოგინში.
ჩვენსავით ავიწყდება ამერიკელსაც ნასკების გახდა და ზუსტად ჩვენნაირად ხვრინავს.
ჩვენნაირია ამერიკელის ცხოვრება, მაგრამ მას საკუთარი პოლიცია დამიზნებით არ ესვრის თვალში.არ გეგონოთ ამს იმიტომ ვწერ რომ მაგარი ტიპი ვარ, ნწუ. მეც შენსავით საშუალო სტატისტიკური ქართველი ვარ, რომელმაც ამ კრეტინი ფიქრების გადამკიდე სულ გარდიგარდმო დავაფსი უნიტაზს!
Happy Independence Day USA