“მოუსმინეთ მუსიკას. საამისოდ ორი მეთოდი არსებობს: დასავლური და აღმოსავლური. პირველი, როდესაც მიყვები, მიფრინავ…”

პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
მოუსმინეთ მუსიკას. საამისოდ ორი მეთოდი არსებობს: დასავლური და აღმოსავლური. პირველი, როდესაც მიყვები, მიფრინავ, ლივლივებ მელოდიასთან ერთად, შენია მის ყოველი დაღმასვლა და აღმაფრენა, აღდგომა და დაცემა; როდესაც მასთან ერთად მოდიან გრიგალები , დადუმდება შტილი, აღმოხდების მზე ან ჩამოიქცევა ცის კაბადონი…
მეორე მეთოდი – აღმოსავლური: როდესაც ადგილზე რჩები და არ მიჰყვები შენს მიგნებებს და მოგონებებს, აჩერებ საკუთარი ილუზორული მე-ს ფართხალს, და შენში მხოლოდ ცნობიერების ციცქნა გამოვლინებაღა რჩება. ქრები და საშუალებას აძლევ მუსიკას ისმოდეს, გაჰქრეს უსასრულო სივრცეში, რომელსაც რატომღაც ცდილობენ მოუხაზონ საზღვრები და დაარქვან “მე”… დარჩი აქ, და არ გააკეთო ყველაფერი ზემოთქმული, უბრალოდ ჩუმად იყავი. ყველგან. და რადგან გაცნობიერების ხარისხი უკეთესი გახდება, მუსიკასაც მოისმენ… მე პირადად ეს გზა მირჩევნია.