“მოციქული თომა სავარაუდოდ სამთავიანი იყო…” – ბექა ერიაშვილი

სასულიერო სემინატიის კურსდამთავრებული ნათანიეკ ერიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში გამობრძანებულია წმინდა მოციქულ თომას თავის ქალა(ნუ, თვითონ ასე ასაღებენ) და მორწმუნე მრევლს საშუალება აქვს მოილოცოს ეს “სიწმინდე”.
მოციქული თომა სავარაუდოდ სამთავიანი იყო, რადგან მისი თავის ქალა ასევე დაბრძანებულია საბერძნეთში, კუნძულ პატმოსზე და კაიროში, ალექსანდრიის საპატრიარქოს ტაძარში.
ამ სისულელეს რომ თავი დავანებოთ, უბრალოდ დავამატებ, რომ ღმერთმა ადამიანებს უფლება მისცა უწოდონ მას მამა და ლოცვით მიმართონ ნებისმიერ მომენტში. მოციქულის თავის ქალაზე ამბორი ვერ დაგაახლოვებთ ღმერთთან. უფალთან სიახლოვე ვერ მიიღწევა ასეთი პრიმიტიული მეთოდებით, ესაა უზომოდ ინტიმური და რთული პროცესი, რომელიც ადამიანის გულის სანახებში აღესრულება.
აი ეს, რასაც აქ ხედავთ, არის მარაზმი, უფლის შეურაცხყოფა და სჯულის ავადმყოფური, შიზოიდური აღქმა.
P.S სელპაკი ძალიან თემატურია.
