“მუხლზე გვყავს გადამტვრეული “ქართული ოცნება”. ახლა მთავარია არ გავაყალბებინოთ”

ეკონომისტი დავით ნებიერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
მუხლზე გვყავს გადამტვრეული “ქართული ოცნება”. ახლა მთავარია არ გავაყალბებინოთ და დავიცვათ ჩვენი ხმები.
ოპოზიციასაც და ამომრჩეველსაც ძალიან კარგად უნდა ესმოდეს მთავარი: თუ უზურპატორ ხელისუფლებას არა აქვს მკაფიო განცდა, რომ ნებისმიერი მამაძაღლობის ჩადენა მას უაღრესად ძვირად დაუჯდება, ის ამას ყოველ ჯერზე გააკეთებს. ამიტომ, პრევენციის მიზნით ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმ მიმართულებით, რომ არჩევნებამდე დავანახოთ ივანიშვილს ხალხის ძალა. რათა მას უნდა ესმოდეს, რომ თავისუფალ დემოკრატიულ არჩევნებს ალტერნატივა არა აქვს. ხოლო თუ ის წაგვართმევს ამის უფლებას, მაშინ გარდაუვლად მიიღებს საყოველთაო სახალხო აჯანყებას.ძალა ერთობაშია!