“მუხტი და მხოლოდ მუხტი ! ვერ შევქმნით მუხტს და მაშინ ჯობია მემუარების წერას მივყოთ ხელი”

მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
ქართველებს ცხელ გულზე უყვართ დასკვნების კეთება. ცოტა დავმშვიდდეთ, დავფიქრდეთ და დავინახავთ, რომ მოულოდნელი კატასტროფა არ მომხდარა.
1. არ ვიცოდით, რომ არჩევნები არასამართლიანი და შედეგად არალეგიტიმური იქნებოდა ? ვიცოდით.
2. არ ვიცოდით, რომ ბიძინა 100-ჯერ მეტ ფულს დახარჯავდა ვიდრე ოპოზიცია ? ვიცოდით.
3. არ ვიცოდით, რომ გაყალბება სხვადასხვა დონეზე მოხდებოდა: ა) უბნებზე; ბ) უბნების მიღმა დაშინებით და მოსყიდვით ? ვიცოდით.
4. არ ვიცოდუთ, რომ უბნებზე გაყალბების პრევენციას მოვახერხებდით, მაგრამ რესურსების გათვალისწინებით, დაშინების პრევენცია პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, ხოლო მოსყიდვის თეორიულადაც კი შეუძლებელი ? ვიცოდით.
5. გასაგებია, რომ მარცხი ვიღაცას უნდა დააბრალო, აბა საკუთარ თავს ხომ არა, ამიტომაც ლანძღავთ პოლიტიკოსებს, თანაც ზოგი ვის და ზოგი ვის, მაგრამ თქვე კაი დედმამიშვილებო, იმისთვის მაინც გალანძღეთ რაც არის მათი პრობლემა.
ხმებს ვერ იცავთო, რომ უკიჟინებთ, ეს არის ტყუილი. მეტი მობილიზაცია იყო შეუძლებელი, მაგრამ დაშინებას და მითუმეტეს მოსყიდვას ოპოზიცია ვერაფერს დაუპირისპირებდა გარდა იგივე მოსყიდვისა, რაც შეუძლებელიც იყო და არც უკეთესი გამოსავალი. პრობლემა სხვა რამეშია. ოპოზიცია ვერ ახერხებს ხალხში საკმარისი მუხტის შექმნას, რომ ამომრჩეველი არც შეშინდეს და არც გაიყიდოს ! აი ეს არის პრობლემა, მუხტის ვერ შექმნა. ამისთვის კრიტიკასაც მშვიდად მივიღებ და ლანძღვასაც.
ახლა არც დაშლა შეიძლება, არც ვაი-ვიშის ატეხვა, არც ერთმანეთის დადანაშაულება და არც ყურების ჩამოყრა ! ახლა საპარლამენტოსთვის ერთი მიზნით უნდა მზადება და ეს მიზანი არის ერთი. მუხტი და მხოლოდ მუხტი ! ვერ შევქმნით მუხტს და მაშინ ჯობია მემუარების წერას მივყოთ ხელი, თუ ვინმე წაიკითხავს…