“მღვდელი არ უნდა იყოს აქტიური,ჯორით უნდა იმოძრავოს,არ უნდა ჩაიცვას, არ უნდა დაიხუროს… იმედი უნდა გაგიცრუვოთ-ასეთი ვერ ვიქნები”

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
მღვდელმა არ უნდა გაიღიმოს, მღვდელი არ უნდა იყოს აქტიური, მღვდელს საკუთარი აზრი არ უნდა გააჩნდეს… მღვდელს განათლება რწმენაში ხელს უშლის…
ქუჩაში უნდა იცხოვროს, ჯორით უნდა იმოძრავოს… თავს გამოქვაბულს უნდა აფარებდეს. მისი შვილები მშივრები უნდა იხოცებოდნენ… მონად უნდა დარჩეს… წიგნი არ უნდა გადაშალოს…
მან არ უნდა წეროს, არ უნდა ისაუბროს, არ უნდა ჩაიცვას, არ უნდა დაიხუროს, მათხოვარი უნდა იყოს, დაჩიავებული და დაუძლურები…
წელში მოხრილი და გაუბედურებული… ნატანჯი და გასაცოდავებული…
აი, ასეთი წარმოდგენა აქვს მოსახლეობის უმეტესობას სასულიერო პირზეც და სარწმუნოებაზეც…
მაპატიეთ, იმედი უნდა გაგიცრუვოთ-ასეთი ღვთისმსახური ვერ ვიქნები, რადგან ქრისტე სხვა რამეს მასწავლის…
ჰოდა, მთავარია მას მოვეწონო, მისთვის სათნო ვიყო!..