“მშიშარა, ფარისეველი… ნებისმიერ ქართულ სოფელში შეიძლება ამაზე ბევრად საღად მოაზროვნე და ალალ-მართალი გლეხის პოვნა” – მაია ორჯონიკიძე მარგველაშვილზე

ნაც. მოძრაობის მხარდამჭერი მაია ორჯონიკიძე სოციალურ ქსელში წერს:
ინტერვიუს შემდეგ ცხელი შთაბეჭდილება (თუმცა ცივზეც იგივეა):
სწორხაზოვანი, არაგულწრფელი,
რეფლექსიის უნარს მოკლებული,კლიშეებით მოაზროვნე,მშიშარა,ხედვის არმქონე,ფარისეველი,ცრუპენტელა და უჰორიზონტო კაცი. ამასთან ერთად ჩამოყალიბებული ნარცისი,რომელიც მოჩვენებითი მოკრძალებულობის უკან თვითკმაყოფილებისა და საკუთარი მნიშვნელოვანების ინფანტილური განცდითაა აღსავსე.
ნებისმიერ ქართულ სოფელში შეიძლება ამაზე ბევრად საღად მოაზროვნე და ალალ-მართალი გლეხის პოვნა.