“მჭორავენ და უნამუსოდ მაბრალებენ, რომ მტერი ვარ, გუშინ უკადრისი იკადრეს…” – მამუკა გამყრელიძე

პოლიტიკოსი მამუკა გამყრელიძე პოსტს აქვეყნებს, ის მის ირგვლივ აგორებულ ჭორებზე და ცილისწამების ტალღაზე საუბრობს.
” გუშინ ძალიან აღელვებული ვიყავი. იმ ადამიანებმა, ვიზეც ვწერდი, რომ ჩემს კომენტარებს დააფრიალებენ, მჭორავენ და უნამუსოდ მაბრალებენ, რომ მტერი ვარ, გუშინ უკადრისი იკადრეს, ჩემთან ერთად უკვე ჩემი მეგობარი პოლიტიკოსიც მოიხსენიეს და ურცხვი ტყუილი გაავრცელეს ჩვენზე. არასდროს ვღელავდი ასეთ სისულელეებზე, რადგან თავისი პარტიის პოლიტსაბჭოში რაზეც უნდათ იმაზე იჭორაონ, მაგრამ ახლა უკვე სხვა ადამიანიც გარიეს და მართლა უხერხულობა შემიქმნეს.
რა გინდათ თქვე ბრიყვებო ? რა მიზანი გაქვთ ? ამდენი წლებია ოპოზიციის ერთიანობისთვის ვიბრძვი და თქვენ რატომ მკრავთ ხელს ? რატომ გინდათ ამ ერთიანობაში განხეთქილების შეტანა ? რა მიზანი გაქვთ ?
ვიცი, რასაც ამბობთ ჩემს ზურგსუკან, მისი წასვლით ჩვენ, ბევრი არაფერი დაგვაკლდებაო, მაგრამ ხომ არც არაფერი მოგემატებათ ? და ტყუილად ფიქრობთ, რომ არ დაგაკლდებათ !
ბევრჯერ გამჭორეთ, ბევრჯერ ზურგსუკან უნამუსოდ იცრუეთ ჩემზე და გავატარე მშვიდად, რადგან მხოლოდ მე მეხებოდა, ახლა კი სხვებიც გასვარეთ და ამას აღარ გაგიტარებთ !
და კიდევ, ვერასდროს, ვერავინ ამიკრძალავს ღიად გამოვხატო ჩემი აზრები, თუნდაც კრიტიკული. მაამებელი და ვაზელინის მომხმარებელი თქვენსავით მე ვერ გავხდები !” – მამუკა გამყრელიძე.