“მხოლოდ ორმა გარემოებამ შეიძლება შეცვალოს ვითარება. გარე ფაქტორის მკვეთრმა ცცლილებამ ან …” – მამუკა გამყრელიძე

პოლიტიკოსი მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
არის ქართველებში რაღაც ევროპული. “რაღაც…”, აი აზიური კი მრავლადაა. მაგალითად ფარისევლობა, სიდუხჭირის უსაზღვრო თმენა და ხონთქრის მიმართ მორჩილება. ხონთქარი კი (გნებავთ რაიკომის მდივანი, ქურდი ან დირექტორი სულერთია) მისთვის კანონიც არის, მოძღვარიც და მამა-მარჩენალიც. მას ქართველი ქვეცნობიერადაც და შეგნებულადაც ემონება.
ამიტომ, IMHO დღეს ივანიშვილს არავითარი პოლიტიკური საფრთხე აღარ ემუქრება. არც უმუშევრობა, უსამართლობა თუ ლარის ვარდნა არ გახდება მძლავრი ტრიგერი. მხოლოდ ორმა გარემოებამ შეიძლება შეცვალოს ვითარება. გარე ფაქტორის მკვეთრმა ცცლილებამ ან ქართველების სპონტანურობამ. მეორეს, როგორც ვხედავთ, ბიძინა უკვე აკონტროლებს. პირველი კი როდის და როგორ შეიცვლება არავინ იცის.
პესიმისტურ განწყობაზე ვარ დღეს