“ნარკოტიკის ლეგალიზაცია და ღვთისმშობლის წილხვდომილობის დასტატუსება ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის…”

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
გულდასაწყვეტია, საეკლესიო დღეებსაც საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს ხელისუფლება…
არ მგონია სამღვდელოება მოტყუვდეს და ვერ მიხვდეს, რატომ გახდა ასეთი ,,მოწყალე” კანონმდებლობა სასულიერო დღესასწაულების მიმართ…
ოცდაერთი საუკუნეა ვიჩემებთ, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა… იგივეს ამბობენ საკუთარ ქვეყანაზე ბერძნები, რუსები და თითქმის მთელი ქრისტიანული სამყარო…
მთავარი აქცენტების გვერდის ავლით და საზოგადოების გაჩუმებით, მხოლოდ ჩიხში შევალთ…
არ შეიძლება ყველაფერი საკუთარი ინტერესებისთვის გამოვიყენოთ…
დრო თავისას აუცილებლად იტყვის და სიწმინდეები მაინც შევინარჩუნოთ ხელუხლებელი…
ძალიან კარგია, რომ კიდევ ერთი ღისშესანიშნაობა მიემატა საეკლესიო დღეებს, მაგრამ ძალიან ცუდია ამის რაღაც ნიშნით გამოყენება…
მარტო ეს ვერ დააპურებს შიმშილის პირას მისულ მოსახლეობის უმეტეს ნაწილს…
ვერც სტატუსების დაკანონება გადაგვარჩენს…
ნარკოტიკის ლეგალიზაცია და ღვთისმშობლის წილხვდომილობის დასტატუსება ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის…
ისე, საეკლესიო კალენდრის მიხედვით ყოველი დღე წმინდანების ხსენებაა…
მთავარია ჩვენ რამდენაც ვცდილობთ მივბაძოთ წმინდანებს, თორემ ბაირაღებით და დროშებით სირბილი მარტო ვერ დაიცავს ჩვენს სიწმინდეს…
ის შიგნით უნდა გაგვაჩნდეს და სიწმინდის დღეების დაწესებით ვაჭრობას უნდა მოვერიდოთ!..