“ნაციონალური სირცხვილი კრემლში…შენისთანებს არაფერი არც ადარდებთ და არც სწყინთ”-მამა თამაზ ლომიძე კრემლში დაგეგმილი კონცერტის შესახებ

სასულიერო პირი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
სამეფო და ნაციონალური სირცხვილი კრემლში.
არა, პირდაპირ დარბაზში ვერ გამოვუცხადებთ პროტესტს, მაგრამ, რომ ვუცეკვებთ, მიხვდებიან, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩვენიაო – ლოგიკა აქვს, კლდეს გაარღვევს. მაგას კი არ მიხვდებიან გზასაცდენილო, დარწმუნდებიან, რომ სწორად მოგექცნენ და კიდევ ერთხელ დააჯერებენ თავს, რომ არასდროს დაგიბრუნონ წართმეული, რადგან შენისთანებს არაფერი არც ადარდებთ და არც სწყინთ.