“მიშას ტვირთი მძიმეა , როდესაც ნაცმოძრაობის მობრუნება აუცილებელია, ქოცობა კი სასჯელი…” – მეგი გოცირიძე

ნაციონალური მოძრაობის წევრი მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
როცა ყველა მხრიდან მტერი გვიტევს , ქვეყანა მოღალატე
ხელისუფლებამ ჩაიგდო ხელში, პატრიოტები ქვეყნიდან გარბიან, გმირები ციხეში სხედან , უგუნურები მართავენ და ყიდიან , თავდაცვაში ტენდერებს ჯაშუშს აგებინებენ , კოდორის სპეცოპერაციის ბიჭებს სათითაოდ კლავენ, აგვისტოს ომის მონაწილეების გვარებს შოიგუს
გადასცემენ, პუტშისტები და მათი შვილები პარლამენტში გავრილოვს მასპინძლობენ, წითელაშვილს საიდუმლო მასალებზე დაშვების უფლებას აძლევენ ……….
ალბათ გახსოვთ , ქალაქი უფლისციხე მტრის შემოსევისას საკუთარი ხელით როგორ მილეწ-მოლეწეს ქართველებმა მხოლოდ იმიტომ, მტერს ხელში რომ არ ჩავარდნოდა, არა ?!ჰოდა ეპოქაში, სადაც მიშას ტვირთი მძიმეა , როდესაც ნაცმოძრაობის მობრუნება აუცილებელია, ქოცობა კი სასჯელი…..
უნდა მოკვდე – მოკვდე, რომ თავიდან დაიბადო!
უნდა გაბედო ბრძოლა, რომ გაიმარჯვო !!!
Go UNM Go