ნახეთ როგორ გადანაწილდებოდა მანდატები წინა საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი რომ არ ყოფილიყო

არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” (GDI) ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნმებს:
მეგობრებო, როგორც ყველაფერს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები, ისე აქვს პროპორციული არჩევნების ნულოვან ბარიერს. საქართველოში სხვადასხა დროს სხვადასხვა ბარიერი არსებობდა.
მაგალითად, ბარიერი რომ არ ყოფილიყო წინა საპარლამენტო არჩევნებზე და ყოფილიყო სრულად პროპორციული, პარლამენტში მივიღებდით დაახლოებით შემდეგ კონფიგურაციას:
პაატა ბურჭულაძე- სახელმწიფო ხალხისთვის – 5 მანდატი;
ნაციონალური მოძაობა-ევროპული საქართველო – 40 მანდატი;
ნინო ბურჯანაძე – 5 მანდატი;
რესპუბლიკელები – 2 მანდატი;
“პატრიოტები” – 8 მანდატი;
ლეიბორისტები – 5 მანდატი;
მრეწველები – 1 მანდატი;
ეროვნული ფორუმი – 1 მანდატი;
თავისუფალი დემოკრატები – 7 მანდატი;
ქართული ოცნება – 73 მანდატი.
3 მანდატის გადანაწილდება დამოკიდიებული იქნებოდა “ბონუსის” ფორმულაზე.ახლა შეკითხვა, კარგი იქნებოდა ეს თუ ცუდი?