ნახეთ ჩამონათვალი რა მოუტანა თვალთხარია გახარიამ საქართველოს – მაია ორჯონიკიძე

ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი მაია ორჯონიკიძე სოციალურ ქსელში წერს:
რა მოუტანა თვალთხარია გახარიამ საქართველოს?
2017 წლის 13 ნოემბერი გახარია შსს მინისტრად ინიშნება.
2018 წელი – დანაშაულის რაოდენობა 55%-ით გაიზარდა, ხოლო გახსნილი საქმეები 18%-ით შემცირდა.
2017 წლის 22 ნოემბერი – ჩატაევი და კბილებამდე შეიარაღებული ტერორისტების ჯგუფი ქალაქის ცენტრში. დაიღუპა სპეცდანიშნულების რაზმის ერთი წევრი. გამოძიება „მიმდინარეობს.“
2017 წლის 1 დეკემბერი – დათუნა სარალიძის და ლევან დადუნაშვილი მკვლელობა. გამოძიება „მიმდინარეობს.“
2017 წლის 24 დეკემბერი – პოეტი ზვიად რატიანის ცემა. გამოძიება „მიმდინარეობს.“
2017 წლის 26 დეკემბერ – თემირლან მაჩალიკაშვილი მკვლელობა. გამოძიება „მიმდინარეობს.“
2018 წლის 22 თებერვალი – ცხინვალის იზოლატორში ოკუპანტების მიერ არჩილ ტატუნაშვილი მკვლელობა
2018 წლის 11 მაისი – სპეცდანიშნულების რაზმის კლუბებში შეჭრა და იქ მყოფ ადამიანებზე ძალადობა, ადამიანების დაპატიმრება სამკურნალო წამლების მოხმარებისთვის. გამოძიება „მიმდინარეობს.“
2018 წლის სექტემბერი – ვრცელდება ჩანაწერები, სადაც დასტურდება ბიზნესზე ზეწოლის, ადამიანების დაშინების და შანტაჟის ფაქტები – ომეგას საქმე. გამოძიება „მიმდინარეობს.“
2018 წლის ოქტომბერი – ია კერზაიას მკვლელობა, საპრეზიდენტო არჩევნებში ძალადობრივი ჩარევა, კრიმინალებთან თანამშრომლობა. გამოძიება „მიმდინარეობს.“
2019 წლის თებერვალი – ხელისუფლების და კერძოდ გახარიას მხრიდან შეტევა TBC ბანკზე და ანაკლიის პორტის მშენებლობაზე, ერთ-ერთ უმთავრეს სტრატეგიულ პროექტზე საქართველოში.
2019 წლის მარტი – ვრცელდება პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების კადრები. გამოძიება „მიმდინარეობს.“
2019 წლის 21 აპრილი – სპეცდანიშნულების რაზმი პანკისში მცხოვრებ ჩვენ თანამოქალაქეებს დაუპირისპირდა. გამოძიება „მიმდინარეობს.“
2019 წლის 20 ივნისი – ” როცა ბავშვებს ხვდება ტყვია, გახარიას უხარია”…
ქართული ინეტიდან