“ნიკა გვარამიას დაჭერას რომ გადაწყვეტ ხარ მდაბიო და ხურდის სულის კაცი… აღა მაჰმად ხანი იყო ეგეთი ” – ალექსანდრე ელისაშვილი

პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ნიკა გვარამიას დაჭერას რომ გადაწყვეტ ხარ მდაბიო და ხურდის სულის კაცი. ივანიშვილს შეეხება ეს. სახელმწიფო და პროკურატურა მის დუქნებად გადაიქცა რახანია და ეს ამბავი კიდევ ერთი დასტურია ამის. ივანიშვილი არის მეტასტაზი ამ ქვეყნის და ეს მეტასტაზი მოსაშორებელია! ყველაზე მეტად უღირსი და ქვეშქვეშა ხალხი მძულს, ბრაზს რომ გულში იბრუნებს და საჭირო მომენტს ელოდება. აღა მაჰმად ხანი იყო ეგეთი – დაბოღმილი ქერიმ ხანის სასახლეში ხალიჩებს რომ ჭრიდა, როგორც კი შაჰი გახდა ქერიმ ხანის გვამი ამოათხრევინა და საკუთარი სასახლის ზღურბლზე დამარხა რომ ყოველ დღე ფეხით გაეთელა. მდაბიო იყო სულით და იმიტომ ქნა ასე. ბიძინა ივანიშილიც აღა მაჰმად ხანის გზაზეა დამდგარი დიდი ტემპებით. 2012 წელს ქვეყნის ხსნა და წინსვლა მივანდეთ და რვა წლის თავზე ნიკა გვარამიასთან “აბაროტის ამღები” მდაბიო მივიღეთ