“ნიკა მელია დატყვევებულიც ქმედითი იქნებოდა და ახლა მითუმეტეს… დარჩენილია 91 უმომავლო დეპუტატი” – ირაკლი ღლონტი

პარტია კანონი და სამართალის წევრი ირაკლი ღლონტი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ოდნავ უკეთესი მრჩეველი აუყვანია ოლიგარქს, ვინც ნიკა მელიას პატიმრობაზე გადაწყვეტილება შეაცვლევინა. არავის არ სჯერა სასამართლოს თავისუფლების, სინამდვილეში ეს არის მცდელობა ქვეყნის მოსახლეობას და სტრატეგიულ პარტნიორს დაანახონ, რომ თითქოს ეს ინსტიტუცია თავისუფალია, რაც ცხადია ილუზორულია და ძალიან გვიანი.
ნიკა მელია დატყვევებულიც ქმედითი იქნებოდა და ახლა მითუმეტეს, მის გვერდით დადგა საზოგადოების დიდი ნაწილი და ყველა ღირსების და იდეის მქონე დასავლური ტიპის ქართული პარტია. ამ დროსუმნიშვნელო იყო ნიკა მელიას პოლიტიკური დამოკიდებულებები, ჩვენ გაგვაერთიანა ოლიგარქის სისხლიანმა და კანონგარეშე მოქმედებებმა !
არავის არ შერჩენია ძალადობა საკუთარი ხალხის მიმართ, არ შევარჩენთ არც ოლიგარქს და მის ყმებს, ქართული ოცნება დასრულებულია, დარჩენილია 91 უმომავლო დეპუტატი და ყანდიაშვილის ტროლების ქარხანა. ალბათ მკითხავთ, კი მაგრამ თავად ოლიგარქი ? რა დროს ოლიგარქია, ჩვენ დავამარცხეთ ის, ახლა ტექნიკური სამუშაოების დროა, რომ დოკუმენტზეც მოხდეს საქართველოს გათავისუფლების დეკლარირება !