„ნოეს დიდი მადლობა, რომ სახლში არ დამსვა…“ – ჯანეტ ქერდიყოშვილმა ბრენდი დააფუძნა

დიდი ხანი არ არის რაც პროდიუსერი ნოე სულაბერიძე და მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი შეუღლდნენ, თუმცა მათ ცხოვრებაში ბევრი სიახლეა… ჯანეტი ფეხმძიმედაა… თუმცა ჯანეტისთვის ამას ხელი არ შეუშლია იყოს აქტიური და ფეხმძიმე ჯანეტ ქერდიყოშვილმა თავისი ტანსაცმლის ხაზი დააფუძნა და თბილისში პირველი მაღაზიაც გახსნა. აქ წარმოდგენილია არა მხოლოდ სამოსი, არამედ ფეხსაცმელიც. მარანგონის ცნობილი ინსტიტუტის დასრულების შემდეგ, სადაც მოდის დიზაინის ფაკულტეტზე სწავლობდა, დიდხანს სურდა საკუთარი ბრენდის დაარსება, თუმცა როგორც თავად ამბობს, მეუღლემ, ნოე სულაბერიძემ შეუწყო ხელი.