“ნულოვანი ბარიერიდან მომდინარე ყველაზე დიდი საფრთხე არის … პოლიტიკურ სპექტრში პირველი სერიოზული განხეთქილება” – ეკა კვესიტაძე

ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
დღეს ნულოვანი ბარიერიდან მომდინარე ყველაზე დიდი საფრთხე არის ის რომ, ივანიშვილის წინააღმდეგ უპრეცედენტოდ კონსოლიდირებულ საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრში პირველი სერიოზული განხეთქილება მოხდეს – ეს არ უნდა დავუშვათ. ამ ინიციატივის მოკლევადიანი გათვლა ეს არის, სხვა გრძელვადიან გათვლებთან ერთად – ამიტომ, ვიკამათოთ, მაგრამ შევინარჩუნოთ ერთიანობა. მთავარია, ნაბან წყალს ბავშვი არ გადავაყოლოთ