“ნურავის მოატყუებს ოცნების დაბალი რეიტინგი, არც ოპოზიციური პარტიები ამტვრევენ კრამიტებს” – მამუკა გამყრელიძე

პოლიტიკოსი მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს:
” ნურავის მოატყუებს ოცნების დაბალი რეიტინგი. არც ოპოზიციური პარტიები ამტვრევენ კრამიტებს. გადაუწყვეტელების რაოდენობა ამომრჩევლის 50%-ია. ამას ადმინრესურსი და გაყალბება დაუმატეთ. მაჟორიტარებიც. ჰოდა, რისი იმედი აქვთ იმ პარტიებს, რომლებიც არჩევნებზე მარტო გასვლას აპირებენ ? ტორტის ნაჭერი ჩამოიჭრან და ბიძინასთან ივაჭრონ ? სხვა რისი შანსი აქვთ ?
ამ ჩიხიდან ერთადერთი გასასვლელია, ოპოზიციის დიდი გაერთიანება, სინერგია, უმრავლესობის მოპოვება და 6 თვეში პარლამენტის დაშლა და უკვე ახალი, პროპორციული სისტემით გასვლაარჩევნებზე. იქ უკვე, ვისაც როგორ უნდა ისე იყაროს კენჭი.
შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნებს ოპოზიცია პირველივე ტურში მოიგებდა ერთად რომ გავსულიყავით !
ჩემს პირად აზრს ვიტყვი. ვინც დიდი გაერთიანების წინააღმდეგია, იმას არც გამარჯვება და არც ცვლილებები უნდა ქვეყანაში. ასეთებს მხოლოდ ვაჭრობა უნდათ ბიძინასთან ! ” – მამუკა გამყრელიძე