“ნუ ერევით, მიხედეთ თქვენს შიდა პრობლემებს, რომელიც არც თუ ცოტა გაქვთ” – აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ეხმაურება თბილისში გაჟღერებულ განცხადებებს სოხუმში მიმდინარე მოვლენებზე. მათ შორის იმ ნაწილს, სადაც ცალკეული პოლიტიკოსები მოუწოდებენ საერთაშორისო თანამეგობრობას, ჩაერთონ პროცესებში
“ნუ ერევით სუვერენული სახელმწიფოს საქმეებში. მიხედეთ თქვენს შიდა პრობლემებს, რომელიც არც თუ ცოტა გაქვთ. ჩვენ კი თავადვე ვიპოვით გამოსავალს შექმნილი ვითარებიდან”, – წერს დაურ კოვე ფეისბუკის გვერდზე