“ოლიგარქიის ჭეშმარიტი მესაფლავეა – ყველა ატრიბუტით…” – ნიკა მაჭუტაძე ზაზა ოქუაშვილზე

პარტია ,,სახელმწიფო ხალხისთვის” თავჯდომარე ნიკა მაჭუტაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ კვლავ შეიქმნა მძლავრი იარაღი, მისი ერთგვარი სახრჩობელა – აზრი და სიტყვა, ცოდნა და კავშირი – აი, რა არის უძირითადესი ამ საქმეში და რაც ჩვენს თვალწინ გაკეთდა ეს არის სასწაული.
ზაზა ოქუაშვილმა საუკეთესო ქართული და ევროპული თვისებები გააცოცხლა ჩვენს თვალწინ – ეს არის მაგალითი, როგორ უნდა იყო ევროპელი და ქართველი, თანამედროვეც და ტრადიციულიც, მოჯანყეც და შემოქმედიც.
მისმა ბრძოლამ ჯერ ხომ მაგალითი მოგვცა ყველას, შეუპოვარმა ბრძოლამ, მართალმა და პატიოსანმა. ოლიგარქიის ჭეშმარიტი მესაფლავეა – ყველა ატრიბუტით. ანტიოლიგარქია მთელი თავისი ამბით, უდიდესი ღვაწლითაც საქართველოს დემოკრატიის და თავისუფლების წინაშე.
ასეა – ადამიანების მართალი ძალისხმევა მუდამ იძლევა შედეგს. მთავარია, გადაწყვეტა – ეს გადაწყვეტილებაა მთავარი, რომ სამოქალაქო ცხოვრებამ სწორედ აქ და ახლა მოგვთხოვა მოქმედება. ამის გაცნობიერება, ამის მიმართ ერთგულება ფასდაუდებელია, შედეგიანია, ნაყოფიერია.
ამიტომაცაა ნიკა გვარამია სრულიად განსაკუთრებული პიროვნება ჩვენს თანამედროვე სამოქალაქო ყოფაში – რომ არ გარტყდა, არ დანებდა, არც კი შეჩერდა. გააგრელა იქედან, სადაც მისი გაჩერება სცადეს. ჩვენმა დემოკრატიამ მსგავსი არ იცის – სიტყვისთვის, აზრისა და საშინაო თავისუფლებისთვის მაგალითი დადო. “მთავარი არხი” არ არის მხოლოდ სატელევიზიო მაუწყებლობა. ეს არის ეროვნული ორგანო, დემოკრატიის ორგანო, რომელიც უკვდავი აღმოჩნდა. ის ჩაენაცვლა მოკლულ პარლამენტს – თანამედროვე ქართული პოლიტიკური სიტყვა აქ უნდა გადარჩეს, რათა თავად დემოკრატია გადარჩეს. ამ აღქმის გარეშე, მასშტაბი ვიწროვდება. არადა, დიდია ეს მასშტაბი, საოცრად დიდი. ჩვენ რომ ვერ წარმოგვიდგენია, ისეთი.
ამ მასშტაბებს მასშტაბური ადამიანები ეზიდებიან ხოლმე. სხვები გზადაგზა იკარგებიან, მინავლდებიან, მარცხდებიან ხოლმე.
Nika Gvaramia წინ!