“ოლიგარქი ბეჭებზეა, ვნახოთ, გადააბიჯებს სიამაყეს და არჩევნებით წავა, თუ როგორც პატრიარქმა გვიქადაგა…” – ბაჩუკი ქარდავა

ეროვნულ დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
არ ჭირდება დიდი ანალიზი, რომ ოლიგარქი ბეჭებზეა… დღევანდელი ეს ფოტოც, შარშანდელ საპრეზიდენტოს რომ ასე დამსგავსებია, ყველაფერზე მეტყველებს… მხოლოდ დრო და ფორმა დარჩა გასარკვევი. ერთადერთი, რაც მას ახლა შეუძლია გააკეთოს, მორიგი უნიჭო სპექტაკლი დადგას მარცხის შესანიღბად, და პროპორციული სისტემა დააბრუნოს… ხელისუფლებაში დარჩენის სვლა ივანიშვილს აღარ დარჩა, ვნახოთ, გადააბიჯებს სიამაყეს და არჩევნებით წავა, თუ როგორც პატრიარქმა გვიქადაგა, სასაცილოსკენ დარჩენილ ერთ ნაბიჯს გადადგამს…

