“ოპოზიციის ყველა მცდელობა, მშვიდობიანი გზით მიგვეღწია ცვლილებებისთვის, ივანიშვილის მიერ ცინიკურად არის უარყოფილი” – ნუგზარ წიკლაური

ნაიონალური მოძრაობის წევრი ნუგზარ მეტრეველი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
წილი ნაყარია…
ხალხის და ოპოზიციის ყველა მცდელობა, მშვიდობიანი და დემოკრატიული გზით მიგვეღწია ცვლილებებისთვის, ივანიშვილის მიერ ცინიკურად არის უარყოფილი.ახლა ყველაფერი ჩვენზე და ჩვენს პასუხზეა დამოკიდებული: მასშტაბური, უწყვეტი, უკომპრომისო და მშვიდობიანი პროტესტი იქნება უმთავრესი, რაც მდაბიო მოძალადეს დაასრულებს.
ივანიშვილმა ომი გამოუცხადა საკუთარ ხალხს და ქვეყანას.
რუსთაველზე, საღამოს 7 საათზე, გავცეთ პასუხი უსახო დიქტატორს და დავიცვათ საქართველო.