“ორი ჩანაწერი გააერთიანა და უპრინციპობაში მამხილა. რას გიხდის ასეთს, შე გაჭირვებულო?!” – ლევან ბერძენიშვილი

რესპუბლიკური პარტიის დამფუძნებელი ლევან ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ოდესღაც ჟურნალისტმა დამირეკა, პოსტტივიდან ვარო და ვუთხარი, ეგ რა არის, არ ვიცი-მეთქი. გუშინ დამირეკა და პოსტტივისთან არ ვთანამშრომლობ-მეთქი. პრინციპულმა პატარა შალვამ ეს ორი ჩანაწერი გააერთიანა და უპრინციპობაში მამხილა. ფაქტობრივად, გენიოსია. რას გიხდის ასეთს, შე გაჭირვებულო?!