“ძალიან კარგია, ადამიანები, რომლებიც ავტორიტეტით სარგებლობენ უბანში და ვისაც აქვს გავლენა უმრავლესობა ოცნების მხარდამჭერია”- ქართული ოცნების დეპუტატი

მოქალაქე ნათია მანია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
დეპუტატ ვინმე ჩერჩეტ სოხაძის გუშინდელი გამონათქვამები გამახსენდა დილიდან და დღეს უფრო გავბრაზდი!
“ჩვენს კონკურენტებს, მე მგონი, კომპლექსები აქვთ, როდესაც რაღაც ძველი ბიჭების ეშინიათ. ეს ბავშვობიდან გამოყოლილი კომპლექსია” – ასე პასუხობს თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატი რევაზ სოხაძე.
“ძალიან კარგია, თუ ადამიანები, რომლებიც ავტორიტეტით სარგებლობენ უბანში და ვისაც აქვს გავლენა, მათ შორის, საკუთარ მეზობლებზე და უბანზე, ე.ი. ის ღირსეული ადამიანია და ძალიან კარგია, თუ ასეთი ადამიანების უმრავლესობა ქართული ოცნების მხარდამჭერია. ამას მივესალმებით ნამდვილად და ეს ჩვენი კონკურენტების პრობლემაა, თუ ისინი ამაში საფრთხეს ხედავენ,”
ამოცანა გვეკითხება:
კრიმინალურ ავტორიტეტებზე ამას რომ იტყვის საკრებულოს დეპუტატი,
სხეულის რომელი ნაწილით უნდა დაკიდო ის, რომ მთელი ის ნაგავი, რაც თავში უდევს, კარგად გამოიფერთხოს?ქართული ოცნება / Georgian Dream
ხომ ჯანმრთელად ხართ? მოაშორეთ ეს იდიოტი დროულად, თუ იმის დამტკიცებას არ ესწრაფვით, რომ თქვენც ასე ფიქრობთ და მხარს უჭერთ ამ დამღუპველ და გამრყვნელ მენტალიტეტს!