
ჟურნალისტი ლევან სუთიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ტყუილია, რომ პაპმა პუტინი მშვიდობის მედლით დააჯილდოვა. ეს მედალი, რომელიც პაპმა პუტინს აჩუქა, ამ უკანასკნელის სახელმწიფო ვიზიტისას ვატიკანში, საჩუქრების გაცვლისას – არის არა ჯილდო, ორდენი ან რაიმე მსგავსი – არამედ მედალი, რომელიც გამოიცა მისი პონტიფიქატის მეექვსე წლისთავზე და ეძღვნება მსოფლიო ომის დასრულებას. არსებობს მრავალგვარი მედალი, რომელიც ვატიკანის სტუმრებს ურიგდებათ. ამ კონკრეტულ მედალს პაპ პიუს მეთორმეტის ციტატა ამშვენებს: “არაფერია დაკარგული მშვიდობასთან ერთად. ყველაფერი შეიძლება დაიკარგოს ომით”.
პაპის საჩუქარი პუტინისთვის ჯილდო კი არა, ქვეტექსტი და მშვიდობისკენ მოწოდებაა. არავითარი დაჯილდოების ცერემონია არ ყოფილა. ნუ ავრცელებთ პესკოვის პროპაგანდას.
loading...