“პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს აღმოსავლური “ფესვები” აქვს… სწორედ მის ნიმუშზე აიგო პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი”

აღმოსავლეთმცოდნე ზურა ბატიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს იმაზე მეტად აღმოსავლური “ფესვები” აქვს, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.
საქმე იმაშია, რომ XII საუკუნეში ფრანგმა ჯვაროსნებმა სირიაში ლაშქრობისას ნახეს V საუკუნის არქიტექტურული საოცრება – ბიზანტიური ბაზილიკა, რომელსაც განცვიფრებაში მოყავდა თანამედროვენი.
შემდგომში ჯვაროსნებმა ეს არქიტექტურული იდეა სამშობლოში ჩაიტანეს და სწორედ მის ნიმუშზე აიგო პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი.
იმ ძველი ტაძრის ნანგრევები დღესაც დგას ჩრდილოეთ სირიის სოფ. ყალბ ლოზეში და იგი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია შეტანილი.
Ex Oriente Lux! მზე აღმოსავლეთიდან ამოდის!
