“პარლამენტში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება უნდა დავაარსო” – ოქრუაშვილის ინიციატივა

პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ახალი ინიციატივის შესახებ საზოგადოებას უყვება.
ოქრუაშვილი პარლამენტში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების იდეით გამოდის.
“პარლამენტში თუ ვერ მოვხვდი, პარლამენტში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება უნდა დავაარსო.მომავალი დეპუტატების მინიმუმ ნახევარი ისე დაასრულებს მოღვაწეობას, კანონი არათუ დაწერილი, წაკითხულიც არ ექნება” – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.