“პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 60%-ით არის შემცირებული”- რა ელოდება ეკონომიკას მაისის თვეში და როგორ აისახება ლარის კურსზე?!

ეკონომისტი დავით ნებიერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
როგორც უკვე ვიცით მიმდინარე წლის პირველი კვარტლის შედეგებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 60%-ით არის შემცირებული და ეს კატასტროფული მნიშვნელობის დარტყმაა ეროვნული ვალუტის კურსისთვის. შესაბამისად აპრილის თვეში ეს მოცემულობა უკვე აისახა ლარის კურსზე და ამ უარყოფითი დინამიკის შემაჩერებელი ფუნდამენტური ფაქტორები არა ჩანს. შესაბამისად, ლარის კურსი გარდაუვლად დაეცემა.
“მივმართავ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციას:
ბატონო Roman Gotsiridze ამ ეტაპზვეა დასაბარებელი როგორც ფინანსთა მინისტრი, ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომლებიც ვალდებულნი არიან განგვიმარტონ თუ რა ინსტრუმენტებით მოახერხებენ ქვეყანაში წარმოქმნილი უცხოური ვალუტის დეფიციტის დაკომპენსირებას და ლარის კურსის დაცვას მნიშვნელოვანი დევალვაციისგან? პოსტფაქტუმ რეაგირებას ჯობია პრევენციულად ვიმოქმედოთ. რამე თუ ამ საკითხზე დამოკიდებულია საქართველოს მოქალაქეთა უდიდესი ნაწილის კეთილდღეობა.