“პოლიტიკური გადაცემები, თურქულ-ინდური სერიალები, იღლიებში საღიტინო კომედი გადაცემები!!! ეს არის ქართველი ხალხის დასაზომბირებელი “ტვ-მენიუ”” – თამარ ივერი

სოპრანო თამარ ივერი სოციალურ ქსელში წერს:
ვენის ოპერის ყოფილმა დირექტორმა იოან ჰოლენდერმა ამა წლის დსაწყისში,საქართველოზე,თბილისის ოპერაზე და ჩვენს “დონ კარლოსზე”,(სადაც დედოფალ ელისაბედის როლს ვასრულებდი) გადაღებული ფილმის დვდ გამომიგზავნა.გადაცემა თბილისის ოპერის თეატრზე გავიდა ავსტრია-გერმანიის ტელევიზიით.შესანიშნავი ფაქტია,მაგრამ სად გინდა მიიტანო ადგილობრივი ტელევიზიით და გააშვებინო ეს გადაცემა???ვის აინტერესებს?? ერთიანად რომ გადახედო…დღევანდელ სატელევიზიო სივრცეს მოიცავს:
80% საინფორმაციო პოლიტიკური გადაცემები და თოქ შოუები,
10%-თურქულ-ინდური სერიალები და უცხოური ფილმები,
10% -სიმღერის,საჭმლის კეთების კონკურსები,პერსონალური ინტერვიუ თოქ შოუები და იღლიებში საღიტინო კომედი გადაცემები!!მორჩა!!!
ეს არის ქართველი ხალხის დასაზომბირებელი “ტვ-მენიუ”,რითიც წლებია იკვებება საქართველოს მოსახლეობა.ანუ,პრინციპი მარტივია:ის მთლიანად ყელამდე ჩაფლული უნდა იყოს პოლიტიკაში და დანარჩენი… ტვინის და გონების გასართობი პროექტებს უნდა “შეექცეს”.მერე კიდევ დგანან და ქილიკით ეკითხებიან ქუჩაში ხალხს თუ ვინ არის დავით კაკაბაძე?ექვთიმე თაყაიშვილი? ეს ოპერის შენობაა თუ მუზეუმის?კინოლოგია კინემატოგრაფიის შემსწავლელი დარგია? და “კაიფობენ” მათ მიერვე გამოთაყვანებულ გამვლელებზე,რომელსაც ნინო ჩხეიძე გაუგია და ეთერ ჭელიძე და ინოლა გურგულია არა…ან უარეს შემთხვევაში პარლამენტარი ქალები შეიძლება ეგონოს.
არანაირი შემეცნებითი გადაცემები,აღარანაირი ახლო წარსულის სამედიცინო კუთხის გადაცემები “ექიმები”,არანაირი დოკუმენტური ფილმები თუ როგორ შეიქმნა რაღაც,როგორ მოვედით აქამდე,ვინ იყვნენ ჩვენი დიდი ადამიანები,მათი ცხოვრება,როგორ შეიქმნა ლაღიძის წყალი,თურმანიძის მალამო,პრინც მაჩაბლის სუნამო,როგორ შეიქმნა პირველი მანქანა,რადიო,მაცივარი,რა ევოლუცია განიცადა წლებში ამა თუ იმ ჟანრმა,მიმდინარეობამ…ანუ რაღაც ისეთი,რაც მხოლოდ ტვინის ღიტინს არ ემსახურება და ჩააფიქრებს ადამიანს და რაღაცას შეასწავლის!! ის ფილმი რომ ფილმია….ასე პანტა პუნტით მათ ჩვენებას….აჩვენე კვირაში 2-3დღე მსოფლიო შედევრები,ბოლო წლების ოსკაროსანი თუ კინოფესტივალებზე გამარჯვებული ფილმები ეთერში წამყვანი კინომცოდნეების განხილვით…როგორიც ადრე იყო “ილუზიონი”რომ ხალხი უფრო ჩაწვდეს მის არსს და სხვა კუთხით დაინტერესდეს.გააკეთეთ მოგზაურთა კლუბის გადაცემები,სადაც ადამიანები გაუზიარებენ ხალხს მათ შთაბეჭდილებებს მიღებულს სხვადასხვა ქვეყნებში მათი ვიდეომასალით ,აჩვენეთ კლასიკური მუსიკის მოყვარულთა გადაცემა,როგორიც გვქონდა ადრე “ინტერმეცო”,აჩვენეთ მსოფლიო საესტრადო მუსიკაზე გადაცემა,როგორიც ჰქონდა ევგენი მაჭავარიანს “ეს ესტრადაა”,აჩვენეთ ხალხს ქვეყნებზე ისტორიული გადაცემები,აჩვენეთ ბავშვებს გადაცემები ცხოველებზე,თეატრალური დადგმები,გადაცემები სპორტზე,მიღწევებზე და ა.შ გამოიყენეთ ტელეეთერი ხალხის განსავითარებლად და არა “დასაჩმორებლად” და მხოლოდ გასართობად.ნუ ცდილობთ ადამიანების ყოველგვარი ინტერესის დაკმაყოფილება და ინფორმაციის მოძიება მხოლოდ ინტერნეტს და სოც ქსელებს მიანდოთ,გაინტერესებს?მოიძიე!!-პრინციპით! არა..პრინციპი უნდა იყოს:გვიყურე-დაგაინტერესებთ!! მაგრამ,ვაი რომ ყველაფერზე ერთი პასუხი გაქვთ: “ასეთი გადაცემები რეიტინგს ვერ დადებენ”. გეთანხმებით,უკვე გაფარჩაკებულ,ფიქრგადაჩვეულ და უსასრულო ნაც-ქოცური შეხლაშემოხლით გაჟღენთილ ნაცრისფერ მოსახლეობას პირიქით უკვე “გაეხამუშება” და გააღიზიანებს კიდეც ტელესაათები რომ ისე გავა, ეკრანზე ნიკა მელიას,გიგი უგულავას, კახა კალაძის და სხვათა მრავალთა სახელები და რაც მთავარია,ყველაზე რეიტინგული სიტყვა “ბიძინა” რომ არ შემოესმება და ამ ტელემენიუზე გაზრდილი ახალგაზრდებისგან უნდა ველოდოთ მომავალში ახალ ილიას,აკაკის და ვაჟას?? ვერა მეგობრებო ვერა….ნაგავსაყრელზე ჰოლანდიური ყვავილები არ ამოდიან!!! თითოოროლა ვუნდერკინდი ბავშვები და მოზარდები კი სამწუხაროდ ერის განვითარებულობის “ამინდს” ვერ აყენებენ და მისი ინტელექტის ინდექსს ვერ სწევენ ზემოთ! ერის IQ მხოლოდ თავისუფალ აზროვნებაში ვითარდება,სადაც ტელეეთერებიდან არანაირი ზეწოლა არ მოდის!!! წლები კი გადის ერთი ადგილის ტკეპნაში!!
პ.ს. გავიქეცი….ამდენ წერას საცაა ინფორმაცია დაიწყება…..რომელიღაც პოლიტიკურ პარტიებს შორის კიდევ დაპირისპირებააო და ხომ უნდა მივუსწრო….