“პოლიტიკური მსხვერპლი ორჯერ გავხდი ბოლო 4 წლის განმავლობაში” – არჩილ გამზარდია

ჟურნალისტი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
მძიმე მომენტია, როდესაც რაღაცას ქმნი, შემდეგ კი პოლიტიკური მოტივით გინადგურებენ და რჩები არაფრით, არ იცი, როგორი იქნება ხვალინდელი დღე, როგორ რას გააგრძელებ…
პოლიტიკური მსხვერპლი ორჯერ გავხდი ბოლო 4 წლის განმავლობაში. ერთხელ ილიას უნივერსიტეტში, სადაც 9 წლიანი მუშაობის შემდეგ სწორედ პოლიტიკური მოტივით გამიშვეს და მეორედ 2018 წელს, როდესაც ხელისუფლებამ დახურა არხი, სადაც საავტორო პოლიტიკური გადაცემა მქონდა.
ძალიან კარგად მესმის დღეს “რუსთავი 2-ის” თანამშრომლების განცდების, როგორც მანამდე “მაესტროსი”, თავისთავად “იბერიასი”, როგორც წინა ხელისუფლების მიერ შევიწროებული “იმედის” და “მაესტროსი” მესმოდა.
წლებია თითოეული ჩვენგანი პოლიტიკური მსხვერპლი ვართ, თუ ვიღაცის ინტერესებში არ მოვხვდით და ამ მავნე და ტრაგიკულ წრეზე დავდივართ ჯერჯერობით უსასრულოდ.
ჩემი თანადგომა თითოეულ იმ ადამიანს ვინც წინა ხელისუფლების დროსაც და ვინც დღევანდელი ხელისუფლების პირობებში პოლიტიკური მსხვერპლია.