“პოლიტიკური სიმპატიებით არჩევდით ვისთვის უნდა ჩაგერიცხათ ხელფასი. ალბათ უკვე გაიგებდით რომ შევხვდებით სასამართლოში… ” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ბატონო პაატა, უპასუხისმგებლობა არის სახელფასო დავალიანება, რომელიც გაგაჩნიათ ყოფილი თანამშრომლების მიმართ! და უფრო მეტად სამარცხვინოა რომ პოლიტიკური სიმპატიებით არჩევდით ვისთვის უნდა ჩაგერიცხათ კუთვნილი ხელფასი. ალბათ უკვე გაიგებდით რომ შევხვდებით სასამართლოში.