“პრაიდის ორგანიზატორები “სასარგებლო იდიოტები” არიან… რუსთაველზე ახალგაზრდები კი აღარ ვიდგებით ოკუპაციის გასაპროტესტებლად, რუსეთის აგენტი ვასაძე დადგება კომბლით… ” – ზურა დვალაშვილი

თბილისი პრაიდის ორგანიზატორების განცხადებით 8 ივლისს ღირსების მარში ჩატარდება, ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ეროვნულ დემოკრატიული პარტიის წევრი ზურა დვალაშვილი ეხმიანება:
სახელმწიფოებრივი აზროვნება 0… აი სწორედ ესენი არიან ვასაძესთან ერთად საქართველოს მტრები!!!!….
იმიტომ რომ რუსული სცენარით მოქმედებენ ვასაძესთან ერთად და ვინმეს თუ გონია ჰომოსექსუალებში არ ყავთ რუსებს აგენტები ძალიან ცდება…. იმიტომ რომ ლგბტ თემის წევრები ძალიან ბევრი წინააღმდეგი არიან პრაიდის ჩატარების შექმნილი ვითარების გამო, მაგრამ მცირე ჯგუფი ჯიუტად ცდილობს კომბლებით შეიარაღებული ვასაძის და მისი მხარდამჭერების გაღიზიანებას და ეს არის პროვოკაცია … ზუსტად ეს იყო მიზანი 20 ივნისს მართლმადიდებლობის “დამცველი” გავრილოვი დიდებით უნდა შემოეყვანათ ქვეყანაში ლგბტ თემის აქტიურობით გაღიზიანებულ ქართველებს, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ… გრძელდება იგივე…. და კიდევ იმიტომ, რომ ანტისაოკუპაციო მოძრაობა მე18 თუ მე19 დღეა აპროტესტებს გავრილოვის ვიზიტს და ამ ყველაფრით მედიის და მოსახლეობის ყურადღება ისევ გადაინაცვლებს კომბლეეებისკენ და რუსთაველზე ახალგაზრდები კი აღარ ვიდგებით ოკუპაციიის გასაპროტესტებლად რუსეტის აგენტი ვასაძე დადგება კომბლით… ვასაძე რომ რუსების კაცია გასაგებია და პრაიდის ორგანიზატორები ან სასარგებლო იდიოტები არიან ან ეგენიც აგენტები, ფაქტია რუსეთს რომ გაუხარდება ის ხდება!