“პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაიწყო პატიმრების შეწყალებაზე ფულის კეთება” – ალეკო ელისაშვილი

პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ტვ პირველში ვთქვი და აქაც გავიმეორებ – მიღრმავდება ეჭვი რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაიწყო პატიმრების შეწყალებაზე ფულის კეთება. შეწყალების კომისია გაუქმებულია, კრიტერიუმები არ მოქმედებს, პრეზიდენტი არ ხსნის უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულების შეწყალების მოტივებს. რა უნდა ვიფიქროთ თუ არა ის რომ ისევ დაიქოქა ფულის კეთებია დაზგა და ამის სათავეში სალომე ზურაბიშვილი და მისი ადმინისტრაციაა?!