“პრემიერ ბახტაძის განცხადება, რომ ევროპამ კარგად იცის ჩვენი ისტორია, ღიმილის მომგვრელია…” – დეკანოზი ილია ჭიღლაძე

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ჩემი საპროტესტო წერილი პუტინისადმი ბერძნულ ენაზეც თარგმნეს და ვრცელდება. მნივნელოვანია, რომ მსოფლიოს გავაგებინოთ სიმართლე, გავაგებინოთ პუტინის რიტორიკის სიცრუე. პრემიერ ბახტაძის განცხადება, რომ ევროპამ კარგად იცის ჩვენი ისტორია, ღიმილის მომგვრელია. ჩვენი სიმართლე ევროპასაც უნდა მივაწვდინოთ, რუსებსაც, ოსებსაც, აფხაზებსაც, აზიელებსაც და ამერიკასაც. რა თქმა უნდა, საერთაშორისო სამართლით სახელმწიფო საზღვრები ისტორიის მიხედვით არ დგინდება, მაგრამ საინფორმაციო ომში დიდი მნიშვნელობა აქვს ისტორიულ ფაქტების გავრცელებას, თუ ინტერპრეტაციას. ტყუილად არ გაისარჯა პუტინი და დეზინფორმაციების ტირაჟირებით დაგვცინა.