” პრიუსმა რატომღაც მოინდომა მარშუტკასა და ღობეს შორის გაძრომა … წითელ მანქანას დაეტაკა, ააგდო ჰაერში და ასე დააგდო”- საშინელი ავარია თბილისში

ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
წეღან ისეთი ავარიის მომსწრე გავხდი, რო რა ვიცი…
ჩემგან (როგორც ვიდექი) მარცხენა მხრიდან უაზრო მანევრირებით და საკმაოდ მაღალი სიჩქარით მოდიოდა პრიუსი. ზუსტად ჩემს პირდაპირ, ღობის გასწვრივ, იდგა თეთრი მარშუტკა და ამ პრიუსმა რატომღაც მოინდომა მარშუტკასა და ღობეს შორის გაძრომა 😑 და შევარდა შუაში სიჩქარით. წინ, ბარდიურზე, აი ეს წითელი მანქანა იდგა თავისთვის, გაჩერებული იყო და შიგნით ორი მამაკაცი იჯდა. ეს პრიუსი გაექანა და პირდაპირ ამ წითელ მანქანას დაეტაკა, ააგდო ჰაერში და ასე დააგდო 😟😟 თვითონ საჭე ვერ დაიმორჩილა და მარჯვენა მხარეს გადავიდა სადღაც.
წამებში მოხდა ეს… ბრახ და მანქანა გდია ასე 😟
გავიქეცი ეგრევე, მეთქი ნეტა ცოცხლები იყვნენ ის კაცები… პირველი მივვარდი მანქანას და მძღოლის ადგილზე ვინც იჯდა, თავისი ფეხით გადმოვიდა, მარა შოკში იყო, მიყურებდა გაშტერებული თვალებით… 😟შევიხედე მანქანაში და უკანა სავარძელზე მეორე, ჭაღარა მამაკაცი გდია 😟 დავუწყე კარს ჯაჯგური, ძლიერად გამოვქაჩე და გავაღე. ვკითხე იმ თავდაყირა დაგდებულ კაცს, მოძრაობა შეგიძლიათ-მეთქი? თავი დამიქნია… მგონი, ვერც გაიგო წესიერად რა ვუთხარი… ვტაცე ხელი და გამოვიყვანე გარეთ ეგრევე 😟 ფეხზე დავაყენე და რო დავრწმუნდი არაფერი საგანგაშო არ სჭირდა, ხელიც გავუშვი. ამასობაში ხალხიც მოცვივდა, მერე სასწრაფო, პატრული…კაროჩე რა… სანამ მანქანასთან მივვარდი, იმდენი ვინერვიულე… მეთქი ნეტა ცოცხლები იყვნენ 😟
რა ღლეებივით დადიან, ბლინ! რა უბედურებაა ეს!