“პროკურატურა მელიას დაკავებასაც გეგმავს, არ დავადებინოთ მელიაზე ბორკილები და გავიდეთ ყველა ქუჩაში” – ირაკლი გვალია

ნაციონალური მოძრაობის წევრი ირაკლი გვალია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, მისი თქმით გიგი უგულავას შემდეგ პროკურატურა ნიკა მელიას დაკავებასაც აპირებს:
“პროკურატურა მელიას დაკავებასაც გეგმავს და ჩემი აზრით მთელი მსოფლიო ხვდება როგორი რეპრესიები დაიწყო საქართველოში,ეს ოლიგარქის დიქტატურაა,მელია არ ვიცი რას აპირებს,მაგრამ ჩემი აზრია არ უნდა დავემორჩილოთ ივანიშვილის სასამართლოს და პროკურატურას, არ დავადებიოთ მელიაზე ბორკილები და გავიდეთ ყველა ქუჩაში,სხვა გზა არ არის,თორე ხვალ გვარამიას დააკავებს,ზეგ ხაზარაძეს,მერე ჯაფარიძეს,მერე ვაშაძეს და სახელმწიფო აღარ გვექნება,არც ევროკავშირი არც NATO,პირდაპირ შეგვიყვანს ბიძო რუსეთში,იქ თუ არა ვართ ჯერ! ” – ირაკლი გვალია.