“პროპორციული საარჩევნო სისტემა ხალხმა თვალების დაკარგვისა და თავის ქალების ჩამსხვრევის ფასად მოიპოვა, დაპირების გადადება შეურაცხმყოფელია” – ლევან ლორთქიფანიძე

პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
პროპორციული საარჩევნო სისტემა ხალხმა თვალების დაკარგვისა და თავის ქალების ჩამსხვრევის ფასად მოიპოვა. “ქართულმა ოცნებამ” დასახიჩრებული და გამძვინვარებული ადამიანები გააჩერა თავისი პირობით იმის შესახებ, რომ დაუყოვნებლივ დაიწყებოდა რეფორმა. აღნიშნული პირობის დარღვევა არც პრაგმატული და ცხადია, არც მორალური თვალსაზრისით არ არის გამართლებული.
🔴 2012 წლის არჩევნებამდე “ქართულმა ოცნებამ” პირობა დადო, რომ პროპორციულ კენჭისყრაზე გადადიოდა. დაპირების აღსრულების თორმეტი წლით გადადება უკიდურესად ცინიკური და შეურაცხმყოფელია.
🔴 არავის სჯერა დიმიტრი ხუნდაძეებისა და კახა ოქრიაშვილის პატიოსნების, დამოუკიდებლობისა და კაცობის. მათი ამტუტება ორი ფაქტორით შეიძლება იყოს განპირობებული: 1. მიიღეს დავალება ივანიშვილისგან, რათა “ოცნებისთვის” წამგებიანი საარჩევნო სისტემა გამოგონილი მიზეზით ჩააგდონ; 2. უსინდისო დეპუტატები მორიგი ციკლის განმავლობაში თბილი ადგილების მოსაპოვებლად იბრძვიან. კანონის ჩაგდებაში უკანა მერხის დეპუტატთა დადანაშაულება არ გამოგივათ. ყველაფერი ივანიშვილსა და მისი ხელის დემაგოგების ბრიგადას დაბრალდება.
პროპორციული არჩევნების საწინააღმდეგო თითქმის ყველა არგუმენტი ბლეფია:
1️⃣ პროპორციული არჩევნები არასტაბილურობის წყაროა, მაჟორიტარული სტაბულურობის.
რა ტიპის სტაბილურობა მოგვიტანა მაჟორიტარულმა სისტემამ? მისი წყალობით საქართველოს ყველა ხელისუფლებას ჰქონდა საკონსტიტუციო უმრავლესობა და ყველა მათგანმა ძალაუფლება ავტორიტარიზმის გასაძლიერებლად, ოპოზიციური მოსაზრებების განსადევნად, ერთმმართველობის დასამკვიდრებლად გამოიყენა. მაჟირიტარული არჩევნები = ხელისუფლების ერთი ძალის ხელში ჩაგდებას.
2️⃣ გაჭირდება შეთანხმებები, მთავრობა არაეფექტიანი იქნება, დაინიშნება ვადამდელი არჩევნები.
დიქტატურა არის ადვილი. ერთი წყვეტს ყველაფერს. დემოკრატია კომპრომისებზე დგას და მისი დამკვიდრება ძნელია. მაჟორიტარულ სისტემებში კომპრომოსებზე წასვლის, ურთიერთშეთანხმების საფუძვლები არ იქმნება. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ღირებულებითი არჩევანი ან ვირჩევთ ერთმართველობას, მარტივს იოლს, ან ვადგებით დემოკრატიის რთულ გზას.
პრემიერ-მინისტრებსა და მთავრობებს კი ცვლის ბიძინა ორ წელიწადში ერთხელ. დიდი ამბავი, რომ მის ნაცვლად ჩვენ გამოვცვალოთ. ვადამდელი არჩევნები პრობლემა არ არის. ომის შემდეგ დანგრეულ იტალიაში სულ არჩევნები იყო, მაგრამ არ ამოწყვეტილან.
3️⃣ აშშ-იც და ბრიტანეთშიც მაჟორიტარული სისტემებია, რა არ არის იქ დემოკრატია?
შენ დებილო ოქრიაშვილო, იდიოტო იქ დემორკატიულ პროცესს მრავალასწლოვანი ისტორია აქვს, სხვა სისტემებია, სხვა ინსტიტუტებითა და გამოცდილებით.
4️⃣ რეგიონების ხმა დაიკარგება.
ადგილობრივი თვითმმართველობა, მერი, გუბერნატორი შუალედური რგოლი არ არის. თან თითოეულ ფრაქციას შეუძლია თავის წევრებს კონკრეტულ რეგიონზე პასუხისმგებლობა დააკისროს, როგორც კომიტეტებში ანაწილებთ პარლამენტარებს, ისე მიანიჭეთ რეგიონებზე მზრუნველობის მანდატი.
არც ერთი ნაბიჯი უკან!