“პროპორციულ არჩევნებზე დათმობა რანაირადაა თვალების დათხრაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება ვინმე ამიხსნის?”- რუსუდან ცირეკიძე

ნაციონალური მოძრაობის წევრი რუსუდან ცირეკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
აქამდე მეგონა, რომ ჩუგოშვილმა ნამუსი გასარეცხად ჩააბარა , მაგრამ თურმე საერთოდ გადაუგდია ნაგავში.
პოლიტიკური პასუხისმგებლობა ავიღეთ, რაღა გინდათ, კობახიძე გადავაყენეთ გავრილოვის სავარძელში ჩასმისთვის და პლიუს აი პირდაპირ ეთერში თქვენს თვალწინ ვინც დასდევდა, ესროდა, თვალებს თხრიდა ჩვენს ახალგაზრდებს, და ვინც დაინახეთ სახეებით, იმათ გადაცდომისთვის დავსჯითო.
ვანო მერაბიშვილი სასჯელს რომ იხდის დღემდე და პრეზიდენტი რომ გადადგა 2007 წელს ანტისახელმწიფოებრივი , რუსული გადატრიალების მცდელობისას აქციების დაშლისთვის – ეგ დღემდე არაადექვატურ სასჯელად რომ მიაჩნია იგივე ჩუგოშვილს ,და ზოგადად საქოცეთს- ეგ არაუშავს ხო?
მაინც როგორი უსირცხვილოები ხართ, სად მოგაგროვათ ამ ბოროტმა კაცმა ასე ერთად.
პროპორციულ არჩევნებზე დათმობა რანაირადაა თვალების დათხრაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება ვინმე ამიხსნის?
ეს იმ ახალგაზრდების გამარჯვებაა, გაიძულეს დაგეთმოთ, უბრალოდ.