“პუნტა კანაში 800 კვადრატული სახლი, მაიკლ ჯორდანის ვილასთან 5000 დოლარად ქირავდება – წყნეთში, აგარაკში იგივე თანხმა მომთხოვეს” – თეა გვასალია

ტელეწამყვანი თეა გვასალია სოციალურ ქსელში პოსტს ავქეყნებს და ქვეყანაში არსებულ ფასებზე წერს.
გვასალიას თქმით, პუნტა კანაში ოკიანის სანაპიროზე, ძვირადღირებული საცხოვრებელი და წყნეთის აგარაკის დაქირავება ორივე 5000 დოლარი ღირს.
“პუნტა კანა ვისაც გაგიგიათ, ისიც გეცოდინებათ რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ძვირადღირებული საცხოვრებელი ადგილია…ჰოდა ამ სამოთხეში, 800 კვადრატული სახლი, ხედით ოკეანეზე, რვა საძინებლით, ყველა მათგანს რომ ვერანდა და საკუთარი სააბაზანო აქვს, უზარმაზარი ეზოთი, სადაც 2 აუზი, ერთი დიდი ჯაკუზი და ჩოგბურთის კორტებია, ღობის ერთ მხარეს რომ მაიკლ ჯორდანის ვილაა და მეორე მხრიდან ხულიო იგლესიასი ღიღინებს, თვეში 5 000 დოლარად ქირავდება და წყნეთში, მაგდანას ლურჯას მეზობლად, მჟავანაძის დროს აშენებულ აგარაკში 2 თვეში იგივე თანხა მომთხოვეს” – წერს თეა გვასალია.