“პუტინი მედგა გვერდით და არაფერი არ ვქენი, ნეტა მომეკლა, მარა რო მომეკლა ომს ვერ ავცდებოდით ” – ანა სუბელიანი

სხვა შუაღამის წამყვანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
პუტინი დამესიზმრა. აქ იყო ჩამოსული უძლიერესი და უშველებელი დაცვით, ესკორტებით. პრეს-კონფერენციებს მართავდა, ჟურნალისტებიც ესეოდნენ და იყო ერთი ამბავი. მთელი ქალაქი დაძაბული იყო. რაღაცნაირად (არ ვიცი როგორ), ერთ-ერთ მთავარ პრეს-კონფერენციაზე მის გვერდით აღმოვნდი. ეს რაღაცეებს ლაპარაკობდა, მე გვერდით ვედექი. თან, ვიღაცეები ხაშურში მიდიოდნენ მაქედან და ეს უთითებდა, რა ტრანსპორტით წასულიყვნენ (აი, ეს ხაზი მაინც რა ჯანდაბაა!), ძალიან აროგანტული და ცინიკური ტონი ჰქონდა. სრულიად პარალიზებული ვიყავი და საშინლად ვგრძნობდი თავს. მეორე დღეს თვითგვემაში ვიყავი, ეს რა დამემართა, პუტინი მედგა გვერდით და არაფერი არ ვქენი მეთქი. ნეტა მომეკლა, მარა რო მომეკლა ომს ვერ ავცდებოდით მეთქი.. კაი, ნუ, რამე მაინც მეთქვა მკვახედ მეთქი და მანდ უკვე იმას მივაგენი, რო აი რა დებილი ვარ, რუსულად რო ვერ ვლაპარაკობ წესიერად, სად მიმუხთლა მეთქი. Shota Dighmelashvili იყო იქვე და მამშვიდებდა, დაიკიდე, ეგეთია ცხოვრებაო
😀
დილიდან ვერ ამოვიგდე თავიდან ეს დანაშაულის განცდა მაინც