“რამდენჯერაც გაინძრა მიშა, იმდენჯერ დენდარტყმულებივით ახტუნავდნენ რუსეთუმე ოლიგარქები კიევში და თბილისში” – მეგი გოცირიძე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. გოცირიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი მსოფლიო დონის პოლიტიკოსია და ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგაც მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრშია.
“ე.ი. რამდენჯერაც გაინძრა მიშა, იმდენჯერ დენდარტყმულებივით ახტუნავდნენ რუსეთუმე ოლიგარქები კიევში, მოსკოვსა და თბილისში, უტევენ და უტევენ ყველა გატოკებაზე და ფეხები ვერ მოსჭამეს, კაცი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია 7 წელია (იქამდე 9 წელი), მასზე უფრო პოპულარული პოლიტიკოსი, რომელსაც ასე ღიად ებრძოდნენ რუსი ოლიგარქები პატრონიანად, არ არსებობს! ხიხომ 41 – სიცოცხლე , რომ იცოცხლოს, ჭორვილას ტყეს , შეკვეთილის დენდროლოგიურს და ფორბსისის გარეკანს ვერ გასცდება , 15 ლარიანი მანქურთების და ტროლების იქეთ ვერ წავა მისი მხარდამჭერების სია, მიშას კი მსოფლიოში გაბნეული პატრიოტების ურიცხვი არმია უჭერს მხარს, როგორც უკრაინაში, ასევე რუსეთში და საქართველოში, მიშა მსოფლიო დონის ლიდერია ლიდერთა შორის, რომელიც სულ გამარჯვებულია, რადგან დაბადებულია გამარჯვებისთვის!” – წერს მეგი გოცირიძე.