“რასაც რ2-თან მიმრთებაში აკეთებს ბაჯაღლო ოქროდ შევა ისტორიაში… მიდი ოქრო მიაწექი საქართველოსთვის” – მეგი გოცირიძე

ნაციონალური მოძრაობის წევრი მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ახლა რაც ჩვენს თვალწინ ვითარდება და რა პროცესების მომსწრენიც ვართ, ეს არის ისტორიული ფაქტები მეგობრებო და ჩვენი შვილიშვილები საქართველოს უახლეს ისტორიაში წაიკითხავენ… არ დაგიმალავთ და ჯერ დიდხანს ვწუხდი მასზე, მერე დიდხანს ვბრაზობდი და ოქროდ კი არა, ბიჟუტერიად ვიხსენიებდი, რამოდენიმე თვეა ვგულშემატკივრობ კიდეც ოლიგარქთან დაპირისპირებაში და კვლავ ოქროდ მოვიხსენიებ
:), მაგრამ ახლა რასაც რ2-თან მიმრთებაში აკეთებს საქართველოსთვის, ასე უბრალოდ ოქროდ კი არა, ბაჯაღლო ოქროდ შევა ისტორიაში, რომელიც მილიარდერმა ხიხომ ვერ დააშინა, ვერ მოისყიდა , ვერ გატეხა და თავისი წილი არ გაატანა!
#მიდიოქრომიაწექისაქართველოსთვის